დრეზდენის მუზეუმიდან ერთ მლრდ ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 17:19 | 25.11.2019
ნანახია: 1298

დრეზდენში უცნობმა პირებმა გაძარცვეს მუზეუმი „მწვანე თაღი“, სადაც  ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექცია ინახება. იუწყება  Deutsche Welle პოლიციაზე დაყრდნობით.

გამოცემა Bild-ის ცნობით, მძარცველებმა მუზეუმიდან ბრილიანტები და სხვა ძვირფასეულობა გაიტაცეს. ზარალმა შესაძლოა ერთი მილიარდი ევრო შეადგინოს. გაზეთის ინფორმაციით, მძარცველებმა ქალქის მუზეუმს ელეტროენერგია გაუთიშეს. რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი მუზეუმში ფანჯრიდან გადავიდა და საგანძურის საცავში მოხვდა.

 „მწვანე თაღი“ საქსონიის მმართველის ავგუსტ ძლიერის ყოფილი განძთსაცავია, რომელიც მუზეუმის სახით 1714 წლიდან მოქმედებს.

მუზეუმში ინახება ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, სპილოს ძვლის ნაკეთობებისა და სხვა ძვირფასუელობის 3 ათასამდე ექსპონატი.

მუზეუმი სერიოზულად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე