გიორგი რურუა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:30 | 18.11.2019
ნანახია: 1041

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტელეკომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

"ჩვენი დამფუძნებელი გიორგი ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.

აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დამნაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!", წერს ნიკა გვარამია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე