13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 6 მლნ 300 ათასი ლარია გამოყოფილი

საქართველო, თბილისი - 13:45 | 27.12.2015
ნანახია: 1742

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამა 2016 წლის ბიუჯეტში 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე