დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება

საქართველო, თბილისი - 12:44 | 15.11.2019
ნანახია: 1389

15 ნოემბერს,  საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფის ეს შეხვედრა სენტ-გალენში გაიმართება.

შვეიცარია 11 ქულით მესამე ადგილზეა და 12-12 ქულის მქონე დანიასა და ირლანდიას ჩამორჩება. მაგრამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გააჩნია, რადგან ირლანდიაზე ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.

 საქართველოს ნაკრებმა შვიდ მატჩში რვა ქულა მოიპოვა. მაგრამ, საქართველო ფავორიტებთან მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა – შინ დანიასთან და ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და ორჯერ გიბრალტარი დაამარცხა – 3:2.

ტრავმების გამო, ვაისის განაცხადში ვერ მოხვდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი. ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე. საბა კვერკველია ჯანმრთელადაა, მაგრამ უთამაშებელია და ვაისმა არ გამოიძახა.

შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე