თბილისის ზღვაზე 30 წლის კაცი მოკლული იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 12.11.2019
ნანახია: 1016

თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცი, ნოდარ ცხადაძე მოკლული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე