თბილისში 7 მეტროს სადგურების რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველო, თბილისი - 13:18 | 27.12.2015
ნანახია: 1738

დედაქალაქში 7 მეტროს სადგურების რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, მეტროს სადგურების რეაბილიტაციისთვის დედაქლაქის ბიუჯეტიდან 7 მლნ. ლარი გამოიყოფა.

“2016 წელს დედაქალაქში 7 მეტროს სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება. გათვალისწინებულია მეტროს სადგურის - ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე