თბილისის მერი: 2016 წელს დედაქალაქში 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

საქართველო, თბილისი - 13:11 | 27.12.2015
ნანახია: 1664

დედაქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მოწყობა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„2016 წელს თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 მლნ. 800 ათასი ლარი გამოიყოფა“, - განმარტავს დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.

არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე