კაცმა ონლაინაუქციონზე შემთხვევით 1000 ქათამი იყიდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 07.11.2019
ნანახია: 2320

ახალ ზელანდიელ სტივ მოროუს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მოულოდნელად იგი 1000 ქათმის მფლობელი გახდებოდა, როდესაც ის ონლაინაუქციონზე დოლარნახევრიან ფსონს დებდა.

სტივ მოროუს განცხადებით, მას ერთი ქათმის შეძენა სურდა, თუმცა სარეკლამო ტექსტმა შეიყვანა შეცდომაში.

ონლაინაუქციონზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ ერთ-ერთი ფერმა იცვლიდა ადგილმდებარეობას და გამარჯვებული ფსონის მფლობელს შეეძლო სასურველი რაოდენობის ქათამი თავისთან წაეყვანა.

როგორც აღმოჩნდა, სტივი 1000 ქათმის მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან ფერმის მფლობელისგან შეიტყო.

მოულოდნელი შენაძენით დაბნეულმა სტივმა ამ ისტორიის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რის შემდეგაც ქათმებს ახალი პატრონები გამოუჩნდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე