კატრინ დენევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 06.11.2019
ნანახია: 1379

ცნობილი ფრანგი მსახიობი, 76 წლის კატრინ დენევი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუწყება გაზეთი Parisien-ი.

მსახიობის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, ისევე როგორც ის კლინიკა, სადაც დენევია მოთავსებული. „ჩვენი მონაცემებით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ღრმა გამოკვლევებს მოითხოვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის ვარსკვლავი თავისი კარიერის დასაწყისშივე გახდა, როდესაც 1964 წელს ფილმ „შერბურის ქოლგებში“ ჟენევიევას როლი შეასრულა. ფილმმა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დიამსახურა.

მსახიობი 120-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე