ლოს ანჯელესში "შინდისის" ჩვენება გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 06.11.2019
ნანახია: 1109

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის - "შინდისის" ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და მთავარი როლის შემსრულებელ დათო ბახტაძესთან.

"შინდისის" მორიგი ჩვენებები 7 და 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

"შინდისი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე