თურქეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 05.11.2019
ნანახია: 905

თურქეთში სახლების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ცნობით,  ანკარაში, რამდენიმე მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია საქართველოს რვა მოქალაქე. მათ ოთხი სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

ამოღებულია მოპარული ხუთი ათასი ლირა და 50 ათასი ლირის ღირებულების საქონელი, მათ შორის მობილურები, სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე ტექნიკა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ხშირად იცვლიდნენ გარეგნობას და ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ.

დაკავებულები ციხეში იმყოფებიან. მათ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე