ჟურნალისტი, რომლიც ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, მას სასამრთლოში უჩივის
საქართველო, თბილისი - 11:10 | 05.11.2019 ნანახია: 1298
ჟურნალისტი ჯინ კეროლი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 წლის წინ მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლოში რეპუტაციის შელახვისთვის შეერთებული შტატების ლიდერს უჩივის. იუწყება ტელეარხი NBC
ტელეარხის ცნობით, საჩივარი პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ კეროლმა ნიუ-იორკის სასამართლოში შეიტანა. მოსაჩივრე ამტკიცებს, რომ გაუპატიურებაში დადანაშაულების შემდეგ ტრამპს ჰქონდა არასათანადო რეაქცია და ცდილობდა დაეკავშირებინა ის წიგნების გაყიდვასა პოლიტიკურ მოტივებთან, ამან კი ჟურნალისტის თქმით, მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.
კეროლი ამბობს, რომ პრეზიდენტის სიტყვებმა „მიაყენეს ემოციური ტკივილი და ტანჯვა, დაუზიანეს რეპუტაცია და მიაყენეს არსებითი პროფესიული ზიანი“.
საჩივრის შესახებ საუბრისას კეროლმა ტელეარხთან აღნიშნა, რომ ამას თითოეული ქალის ინტერესების დაცვისთვის აკეთებს, რომლებიც სექსუალური შევიწროების შედეგად დაზარალდნენ. „იმის მიუხედავად, რომ არ შემიძლია დონალდ ტრამპს პასუხი ვაგებინო იმისთვის, რომ მან 20 წლის წინ გამაუპატიურა, შემიძლია მოვითხოვო პასუხი იმ სიცრუეზე, რაც მან განაცხადა“, - თქვა კეროლმა.
ჟურნალისტმა ჯინ კეროლმა, რომელიც ქალთა ჟურნალში Elle სვეტის ავტორია, ადრე განაცხადა, რომ 90-იან წლებში ტრამპი მის გაუპატიურებას ცდილობდა სავაჭრო ცენტრ Bergdorf Goodman-ის გასახდელში. კეროლმა ამის შესახებ თავის წიგნში დაწერა. წიგნიდან ამონარიდი ჟურნალ New York Magazine-ში დაიბეჭდა. ჟურნალისტის თქმით, მას პოლიციაში არ განუცხადებია და ინციდენტის შესახებ მხოლოდ ახლო მეგობრებს უამბო. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები, რაც ჟურნალმაც დაადასტურა.
ტრამპი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კეროლს არ შეხვედრია და ამბობს, რომ კეროლი მასზე თავდასხმებით ცდილობს თავისი ახალი წიგნი გაყიდოს.
ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში 20-ზ მეტმა ქალმაც დაადანაშაულა, თუმცა არცერთი საქმე არ გამოძიებულა და არც სასამართლოში დამტკიცებულა. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო პორნომსახიობ სტორმი დენიელსის საქმე. თუმცა ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების გამო.
ტრამპი უარყოფს ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასა და ცოლის ღალატში. თუმცა 2016 წელს წინაასარჩენო კამპანიის დროს მან ბოდიში მოიხადა შემთხვევით გავრცელებული ჩანაწერის გამო, სადაც ის ტრაბახობს იმით, რომ ქალები მას უფლებას აძლევენ ხელით შეეხოს ინტიმურ ადგილებზე, რადგან მას „ვარსკვლავად“ მიიჩნევენ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















