ვილნიუსის სასამართლომ საქართველოს ყოფილ ელჩს ბინის ქირისა და ჯარიმის გადახდა დააკისრა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 04.11.2019
ნანახია: 1040

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის სასამართლომ საცხოვრებელი ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დაააკისრა. იტყობინება ლიეტუვური სააგენტო Lietuvos rytas-ი.

მედიის ცნობით, საქმე ეხება მანუელ რუის გარსიასა და ხათუნა სალუქვაძეს შორის დავას. კერძოდ, ბინის მფლობელი საქართველოს ყოფილი ელჩისგან ითხოვს ბინის ქირის ანაზღაურებას 8 ათასი ევროს ოდენობით, ასევე 150 ევროს ჯარიმისა და 1500 ევროს სასამართლო სამართალწარმოების ხარჯებისთვის.

როგორც ლიეტუვური სააგენტო იტყობინება, ვილნიუსის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ხათუნა სალუქვაძეს დააკისრა თანხის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნისამებრ.

გამოცემის ინფორმაციით, ხათუნა სალუქვაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თუმცა ამ დრომდე, არ გაუსაჩივრებია ის.

"ის რაც უნდა გადამეხადა უკვე გადახდილია, რაც არ არის გადახდილი, იმის გადახდა არ მოხდება", - ამბობს ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვურ სააგენტოსთან.

ხათუნა სალუქვაძემ ლიეტუვაში დიპლომატიური მისია უკვე დაასრულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე