ეთიოპიაში საპროტესტო გამოსვლების დროს 86 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 04.11.2019
ნანახია: 1009

ეთიოპიაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 86-ს მიაღწია. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა მოქალაქეებს მოუწოდა წინ აღუდგნენ იმ ძალებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. იუწყება სააგენტო ENA.

ეთიოპია საპროტესტო აქციებმა გასულ კვირას მას შემდეგ მოიცვა, რაც პოლიტიკურმა აქტივისტმა ჯავარ მუჰამედმა მთავრობა შეთქმულებაში და მისი დაკავების მცდელობაში დაადანაშაულა. საპროტესტო გამოსვლებს მხარი ახალგაზრდებმაც დაუჭირეს, რომლებიც ორომოს ტომს ეკუთვნიან. სწორედ ამ ტომის უფლებებისთვის იბრძვის მუჰამედი. შეტაკებები ეთნიკური და რელიგიური ხასიათის დაპირისპირებაში გადაიზარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე