ნიგერიაში პოლიციამ ეკლესიის კარზე ჯაჭვით მიბმული 15 ადამიანი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 16:21 | 01.11.2019
ნანახია: 948

ნიგერიაში, ლაგოსის შტატში, პოლიციამ, სამლოცველო სახლის კარზე ჯაჭვით მიბმული 15 ადამიანი გაათავისუფლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითგამოცხადებული პასტორი და ეკლესიის 10 თანამშრომელი დაკავებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რამდენიმე მსხვერპლი ასეთ მდგომარეობაში ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მათივე განმარტებით, 19-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები მათივე ნათესავებს მიყავდათ „სულიერი და ფსიქიკური დაავადებებისგან განსაკურნად“. თვითმარქვია პასტორმა თქვა, რომ მსხვერპლებს იმიტომ აბამდა, რომ გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე