ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 01.11.2019
ნანახია: 992

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დაიბარეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში მას 19:00 საათზე ელოდებიან. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირკვევა, გვარამია საგამოძიებო უწყებებაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით არის დაბარებული.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,"-ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე