თურქეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ სირიაში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 14:02 | 01.11.2019
ნანახია: 813

რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებუოლმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. ხუთი რუსული და ოთხი თურქული ავტომობილისგან შემდგარი კოლონა სასაზღვრო ტერიტორიისკენ უკვე გაემართა. მარშრუტი 110 კმ-ს მოიცავს.

სირიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოქტომბრის დასაწყისში ანკარამ სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

17 ოქტომბერს აშშ-სა და თუქრეთს შორს მიღწეული შეთანხმების შედეგად თურქეთმა საომარი მოქმედებები შეაჩერა, რათა ქურთულ შენაერთებს 30 კმ-იანი ბუფერული ზონა დატოვებინათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე