დონალდ ტრამპი კარგი პრეზიდენტია, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს, „ჩვენ გვინდა ნავთობი“- ბაშარ ასადი

საქართველო, თბილისი - 10:27 | 01.11.2019
ნანახია: 797

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპს აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი უწოდა. მისი თქმით, ტრამპი საუკეთესო იმიტომ არის, რომ ღიად საუბრობს თავის მიზნებზე - მაგალითად ამბობს, რომ სურს ნავთობის საბადოებზე კონტროლის დამყარება. ასადმა ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 „ის საუკეთესოა არა კარგი პოლიტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით გამჭვირვალეა, ის პირდაპირ ამბობს: „ჩვენ გვინდა ნავთობი“. „გვსურს თავიდან მოვიშოროთ „, გვსურს ვინმეს სამსახური გავუწიოთ ფულის სანაცვლოდ“. ასეთია აშშ-ის პოლიტიკა, რა არის იმაზე კარგი, ვიდრე გულადხილი მტერი?- განაცხადა ასადმა.

მან აღნიშნა, რომ საერთოდ აშშ-ის პრეზიდენტები დამნაშავეები არიან, უფრო მეტიც ისინი, ხანდახან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიასაც იღებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე