61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 31.10.2019
ნანახია: 875

ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

 გია გოგოშვილის თქმით, , ​ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტების გამო,  მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირად ხდება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე