პაკისტანში, მატარებელში გაჩენილ ხანძარს 62 ადამიანი ემსხვერპლა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 10:09 | 31.10.2019
ნანახია: 906

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.

მატარებელი ყარაჩიდან რავალპინდში მიდიოდა. წინასწარი მონაცემებით, აალების მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა, რომელსაც საკვების მოსამზადებლად იყენებდნენ. თვითმხილველთა თქმით, ცეცხლმა სამი ვაგონი მოიცვა.

მგზავრთა უმეტესობა ცეცხლომედებული მატარებლიდან თავის დაღწევის მცდელობის დროს დაიღუპა.

ჯერჯერობით მხოლოდ 6 გარდაცვლილის იდენტიფიკაცია მოხერხდა. ექიმების თქმით, ზოგიერთი ცხედარი ისე ძლიერ არის დამწვარი, რომ ამოცნობა, შეუძლებელია.

მომხდარის სხვა დეტალები დგინდება.

 

 

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე