აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 09:36 | 31.10.2019
ნანახია: 1042

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების მცდელობას, ვიდრე ის არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ვალდებულებებს.

კონგრესის რეზოლუციის შესახებ ინფორმაციას დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, დემოკრატი კონგრესმენი ნიუ ჯერსის შტატიდან, ალბიო საირესი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციას დიდი შვიდეულის შემადგენლობაში ვერ დაბრუნდება, ვიდრე იგი "პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას" და არ დაიცავს "დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე