კალიფორნიაში ხანძარი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 30.10.2019
ნანახია: 841

აშშ-ში, კალიფრონიის შტატში, რომელიც უკვე ებრძვის ძლიერი ხანძრის დამანგრეველ შედეგებს, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გავრცელდეს, რადგან მეტეოროლოგები დღეს ქარის გაძლიერებას ელოდებიან. ამის შესახებ ტელეარხი Fox-ი იტყობინება.

ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ელექტროენერგიას კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გაუთიშავს, ტელეარხის მონაცემებით, ხანძრის გამო ელექტრომენერია უკვე გამორთული აქვს 1,5 მლნ ადამიანს.

ხელისუფლება ამინდის პირობების მიხედვით გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა ევაკუაცია. ამ შემთხვევაში ევაკუავია, შესაძლოა, კიდევ 186 ათას ადამიანს შეეხოს. სულ საშიშ ზონაში 26 მლნ ადამიანი ცხოვრობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე