ქობულეთში ავარიას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 29.10.2019
ნანახია: 985

სოფელ ქობულეთში ავარიას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ სამი სკოლის მოსწავლე. იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზია". გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე