ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის CERN-ის ცნობილმა მეცნიერმა საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველო, თბილისი - 15:19 | 28.10.2019 ნანახია: 943
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) IPPOG-კოლაბორაციის სპიკერი, ცნობილი ფიზიკოსი, შვეიცარიის ფიზიკის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ჰანს პიტერ ბექი შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია „CERN-ის საგანმანათლებლო პოლიტიკა და აქტივობა" წაიკითხა.
ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში CERN-ის ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის პროფესორმა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა გახსნა. მან CERN-ის საქმიანობა მოკლედ მიმოიხილა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეებს პროფესორი ჰანს პიტერ ბექი წარუდგინა. ალექსანდრე შარმაზანაშვილის თქმით, სასიხარულოა, როდესაც CERN-ის პროფესორის ლექცია დიდ დაინტერესებას იწვევს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებში.
„სიმართლე გითხრათ, ამ დიდი დარბაზის მთლიანად შევსებას ნამდვილად არ ველოდით. ჩემი კოლეგა ჰანს პიტერ ბექიც სასიამოვნოდ გაოცებულია. პირველ რიგში, გვინდა იცოდეთ, რომ ბირთული კვლევების ევროპული ორგანიზაცია არ ეკუთვნის მხოლოდ შვეიცარიას. ეს ორგანიაზაცია, რომელიც ჟენევაში მდებარეობს, 26 ქვეყნის საკუთრებაა. CERN-ში მსოფლიოს ცნობილი ფიზიკოსები და მეცნიერები ქმნიან ახალ ფიზიკას, იკვლევენ რისგან შეიქნმა ჩვენი სამყარო, არსებობს თუ არა პარალელური სამყაროები, პარალელური განზომილებები. ეს კაცობრიობის წინაშე მდგარი დიდი გამოწვევებია. CERN-ში მაღალი დონის ექსპერიმენტები ტარდება და არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. მის ლაბორატორიებში შეიძლება ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მივიღოთ სამყაროში არარსებული ტემპერატურა - 271°C, მივიღოთ 12 000 ამპერი დენი. მსგავსად დიდი მასშტაბების აღება სხვა ლაბორატორიებში წარმოუდგენელია. CERN-ში შექმნილია კოლაიდერი - დიდი ამაჩქარებელი, სადაც ჩქარდება ელემენტარული ნაწილაკები – პროტონები. ნაწილაკების დაჯახებისას ხდება გამოსხივება, დაჯახების რაოდენობა კი წამში 40 მილიონია. 2012 წელს ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ჰიგსის ბოსონი (და არა ბოზონი), რასაც დიდი აჟიატოჟი მოჰყვა. იყო მოსაზრება, რომ CERN-მა მიაკვლია ახალ ნაწილაკს, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს. შავი ხვრელი კი ისეთი მოვლენაა, რომელიც თავისი თვისებებით დაღუპვით ემუქრება სამყაროს. არსებობს თეორია „დიდი აფეთქების" შესახებ. ფიზიკოსები თვლიან, რომ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა. დიდ აფეთქებამდე კი არაფერი არ იყო - არც მატერია, არც დრო, არც განზომილება. CERN-ში სწორედ დიდი აფეთქების მოდელირება და მისი შესწავლა ხდება. ასეთი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები სჭირდება, ამიტომ CERN-ი არა მხოლოდ ფიზიკოსებისთვის არის მიმზიდველი, აქ იქმნება ახალი ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კი, IT-ტექნოლოგიები. სამი დუბლ ვე (www), ინტერნეტი, ვებსერვერი, MRI სკანერი, ქლაუდის პირველი პროტოტიპი, თაჩ სქრინი და ბევრი სხვაც სწორედ CERN-ში შეიქმნა.
თქვენ წინაშეა გამოჩენილი ფიზიკოსი, CERN-ის IPPOG-კოლაბორაციის სპიკერი, პროფესორი ჰანს პიტერ ბექი. CERN-ის საქმიანობაში მისი წვლილი უზომოდ დიდია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კომპლექსური ექსპერიმენტის - ATLAS-ის ფიზიკის ერთ-ერთი შემქმნელი და ტრიგერული სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 2017 წელს კი პროფესორი პიტერ ბექი შვეიცარიის ფიზიკის საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს", - აღნიშნა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის (IPPOG) დამფუძნებელი და სპიკერი, პროფესორი ჰანს პიტერ ბექი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საგანმანათლებლო მისიასა და სისტემაზე ესაუბრა.
როგორც პროფესორმა ჰანს პიტერ ბექმა აღნიშნა, საჯარო ლექციის თემა „CERN-ის საგანმანათლებლო პოლიტიკა და აქტივობა" შემთხვევით არ შეირჩა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საჯარო ლექციაზე მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც CERN-ს მეცნიერებისა და ინჟინრების მომზადებაში შეაქვს. მისი თქმით, CERN-ის ლაბორატორია ახალგაზრდებს ტრენინგებისთვის უნიკალურ გარემოს სთავაზობს, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები განივითარონ.
„CERN-ის მეცნიერთა, მკვლევართა და აკადემიური სპეციალისტების გაერთიანების - IPPOG-ის მიზანია, უზრუნველჰყოს ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობა სამეცნიერო ცხოვრებაში, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა სამყაროს მეცნიერის თვალით შეხედონ და მეტი ინტერესი გაუჩნდეთ სამეცნიერო კვლევების მიმართ. რაც შეეხება მასტერკლასებისა და ვორქშოფების პროგრამას, ის CERN-ის ექსპერტების მიერ რეალური ბაზისური მონაცემების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, ექსპერიმენტულ ნაწილს. მეტიც, CERN-ის განათლებისა და ურთიერთობის პროგრამები მსოფლიო მასშტაბით მოიცავს ყველა ასაკს - საშუალო სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული უნივერსიტეტის სტუდენტების ჩათვლით. ასევე, სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის პედაგოგებისა და უნივერსიტეტების აკადემიური წრეებისთვის. სტუდენტებისთვის ეს სრულიად ახალი შესაძლებლობებია გამოყენებითი ფიზიკის, ინჟინერიისა და IT- პროგრამების სფეროში, არაჩვეულებრივი საშუალებაა, მეტი შეიტყონ CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ, გაიარონ ტრენინგები უახლეს ტექნოლოგიებში, ჩაერთონ სასწავლო სქემებში და ისარგებლონ სტიპენდიების ფართო სპექტრით. ჩვენი ლაბორატორია იზიდავს უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდა მეცნიერსა და ინჟინერს, რადგან დღეს, მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიებში მაღალტექნოლოგიურ და მულტიეროვნულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ძალიან ფასობს", - განაცხადა პროფესორმა პიტერ ბექმა საჯარო ლექციაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ საუბარი ინტერქატიურ რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა პიტერ ბექმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების არაერთ შეკითხვას უპასუხა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















