ერაყში 74 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების დროს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 28.10.2019
ნანახია: 794

74 ადამიანი დაიღუპა ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დროს.ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera იუწყება.

მისი ინფორმაციით, აქციების დროს 3600 ადამიანი დაშავდა.

ერაყის რამდენიმე პროვინციაში საპროტესტო აქციები 1 ოქტომბერს დაიწყო. აქცის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მშვიდობიანი მიტინგები პოლიციელებთან და სამხედროებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

მცრე შესვენების შემდეგ დემონსტრაციები 25 ოქტომბერს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისევ განახლდა. მომიტინგეები ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობასა და სახელისუფლო ორგანოებში კორუფციის ზრდას აპროტესტებენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე