28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 13:05 | 28.10.2019
ნანახია: 833

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.

სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე