ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:35 | 28.10.2019
ნანახია: 853

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს.

გარდაცვალებამდე, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე