საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის სამართლებრივი პროცედურების წარმოება გამარტივდა
საქართველო, თბილისი - 13:00 | 25.12.2015 ნანახია: 1657საბერძნეთმა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მოხსნა. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ჰააგის კერძო საერთაშორისო სამართლის კონვენციის მუდმივმოქმედმა ბიურომ (HCCH) დაადასტურა, რომ აპოსტილის კონვენცია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა.
გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. საბერძნეთში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ მინდობილობის დამოწმებას. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით კი საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები უკვე შეძლებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში.
თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური 50 ევროთი შემცირდება, ვინაიდან აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა.
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს