აშშ-ში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 25.10.2019
ნანახია: 1191

აშშ-ში ვეიპინგის გამო ფილტვების დაავადების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვმა კი 1 600-ს გადააჭარბა. ინფორმაციას აშშ-ის მთავრობასთან  არსებული დაავადებათა კონტრლოლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ელქტრონული სიგარეტის მომხარებით გამოწვეული ფილტვების დაავადებისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა ილინიოსის შტატში აგვისტოს ბოლოს დაფიქსირდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა 33 დაღუპულისა და დაავადების 1500 შემთხვევის შესახებ.

22 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი ცნობების მიხედვით, ლეტალური  შემთხვევა 24 შტატში დაფიქსირდა, ხოლო ვეიპინგთან დაკავშირებული დაავადების 1604 შემთხვევა  49 შტატში (ყველა შტატში, გარდა ალასკისა).

ამ მომენტისთვის დაავადების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ყველა დაავადებული ელქტრონულ სიგარეტს ან ვეიპინგურ მოწყობილობას იყენებდნენ.

დაავადების სავარუდო მიზეზი - Е ვიტამინის შემცველი ზეთია. სპეციალისტებმა ეს ნივთიერება მარიხუანის ნარევში აღმოაჩინეს, რომელსაც დაავადებული ვეიპერები ეწეოდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე