პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 25.12.2015
ნანახია: 1546

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლისთავს.

უკვე არაერთი ათწლეულია ხელთ გიპყრიათ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისათვის.

ამ  შესანიშნავ დღეს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებსაც. შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნა, თანამოძმეთა სიყვარული, ქვეყნისათვის მსახურება - ფასეულობები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით ამკვიდრებთ,  უნივერსალურია. ამიტომ თქვენი ღვაწლი ყველა ჩვენგანის საკუთრებაა.

გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელ ცხოვრებას იმ დიდი მისიის აღსასრულებლად, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე