სასამართლომ ბრალდებულ მალხაზ ჯაშიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველო, თბილისი - 12:02 | 25.12.2015 ნანახია: 2036
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მალხაზჯაშიაშვილი დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახმკვლელობისთვის და ქურდობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი), 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. მოსამართლემ მალხაზ ჯაშიაშვილსსასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველასგამზირის პირველ კვარტალში, N12-ე და N15-ე კორპუსების წინ მდებარე N3 ავტოფარეხის შესასვლელთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მალხაზ ჯაშიაშვილს,წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შეკამათება მოუვიდა გიორგი ბაქრაძესთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით და მოკვლის განზრახვით,თანნაქონი შენახვის უფლებით რეგისტრირებული „ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი რევოლვერიდან, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა,რამოდენიმეჯერ ესროლა გიორგი ბაქრაძეს. გ. ბაქრაძე მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის გვამი მალხაზ ჯაშიაშვილმადამარხა იმავე ავტოფარეხში და გიორგი ბაქრაძის გვამს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაჯიდან მოხსნა "Slazenger"-ის ფირმის 500 ლარისღირებულების საათი. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალხაზ ჯაშიაშვილი მიიმალა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა მალხაზ ჯაშიაშვილის ადგილსამყოფელი და მოხდა დაკავება. პირადიჩხრეკისას მას აღმოაჩნდა შენახვის უფლებით რეგისტრირებული „NA .22MS" სისტემის N194265 ცეცხლსასროლი რევოლვერი და 5.6 მმ კალიბრის 13 ცალივაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
ასევე, 2015 წლის 10 ივნისს ქ.თბილისში, ზღვის დასახლების მე-10ბ კვარტლის მე-4 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნამალხაზ ჯაშიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7.62 მმ კალიბრის 1930/33 წლის ნიმუშის "TT" სისტემის 1943 წელსდამზადებული N ИЕ2051 პისტოლეტი, 13 ცალი 7.62 კალიბრის (7.62X25) ვაზნა; 5.45 კალიბრის (5.45X39) კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკ-47" მოდელისავტომატური და მათი მოდიფიკაციის იარაღებისათვის განკუთვნილი 34 ცალი ვაზნა; 5.56 კალიბრის „M16" შაშხანებისა და მისი მოდიფიკაციისკარაბინებისათვის განკუთვნილი, ე.წ NATO"-ს 1 ცალი ვაზნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მალხაზ ჯაშიაშვილი ცნობილი იქნადამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისდა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორენაწილით (დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ეპიზოდი) (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელისსახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქანაკლებად მკაცრი სასჯელი და მალხაზ ჯაშიაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელის ნაწილში განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენისსამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















