კატალონიაში წყალდიდობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 23.10.2019
ნანახია: 824

კატალონიაში წყალდიდობას, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

კალდეს-დესტრაკის სანაპიროზე იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც წყლის დინებამ გაიტაცა.

ბილავერდის პროვინციაში დაკარგულთა შორის არის 70 წლის დედა და მისი 40 წლის ვაჟი, კიდევ ორი ადამიანია დაკარგული ლა-ესპლუგა-დე-ფრამკოლის მუნიციპალიტეტში.  

დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 18 ათასი ადამიანი.

ბარსელონას პროვინციაში განხორციელდა ათობით ადამიანის ვეკუირება, რეგიონში დახურულია სკოლები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ორმოცზე მეტი საავტომობილო გზა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე