39 ცხედრით სავსე სატვირთო იპოვეს ესექსის საგრაფოში

საქართველო, თბილისი - 13:20 | 23.10.2019
ნანახია: 968

ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში იპოვეს სატვირთო, რომელზეც 39 ცხედარი იყო მოთავსებული. ავტომობილი ქალაქ გრეისის სამრეწველო ზონაში იყო პარკირებული.

ადგილზე მივიდა პოლიცია. გავრცელებულ ცნობით, სატვირთოს მძღოლი - 25 წლის ირლანდიელი, დაკავებულია.

დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია. სატვირთო მანქანა ბრიტანეთში ბულგარეთიდან ჩავიდა.

ადგილობრივი პოლიციის დეპარატამენტის უფროსმა ენდრიუ მარინერმა განაცხადა, რომ ცხედრების იდენტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება.

დადგენილია, რომ სატვირთო დიდ ბრიტანეთში კვირას ჩავიდა.

სატვირთოს აღმოჩენის ზონის ირგვლივ პოლიციელთა კორდონი განთავსდა.

 „ადამიანებით ვაჭრობა - უზნეო და საშიში ბიზნესია“, - დაწერა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ესექსის პარლამენეტის წევრმა ჯეკი დოილ-პრაისმა და იმედი გამოთქვა, რომ მკვლელებს იპოვიან და მართლმსაჯულებას გადასცემენ.

პოლიცია მომხდარის ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო შოკირებულია.

 ინფორმაცია განახლების რეჟიმშია

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე