ბრაზილიის პრეზიდენტის ვაჟმა, ედუარდუ ბოლსონარუმ აშშ-ში ელჩობაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 23.10.2019
ნანახია: 772

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ვაჟმა, დეპუტატმა ედუარდუ ბოლსონარუმ აშშ-ში ელჩობაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პლენარული სხდომის დროს გააკეთა. იუწყება ტელეარხი Globo.

 „დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, გავიარე კონსულტაციები. აუცილებელია ჩემს ამომრჩევლებზე ვიფიქრო, ვაღიარებ, ბევრი ჩვენგანი ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა“, - განმარტა თავისი გადაწტყვეტილება ბოლსონარუმ და აღნიშნა, რომ ბრაზილიაში მას უფრო მნიშვნელოვანი როლი ესკირება.

ორშაბათს ედუარდუ ბოლსონარუ პარლამენტის ქვედა პალატაში ფრაქცია სოციალ-ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ედუარდუ ბოლსონარუ ბარზილიის პრეზიდენტის მესამე შვილია, ამ დროისათვის ის ეროვნული კონგრესის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ივლისში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 35 წლის პოლიტიკოსს აშშ-ში ელჩად დანიშნავდა. ამ ინიციატივას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ამას ნეპოზტიმად არ მიიჩნევდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე