გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 22.10.2019
ნანახია: 1703

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.

"გილოცავთ! პირველი ოქროს მედალი! გოდერძი ბერდელიძე ატაცის გამარჯვებულია!

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა! რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება", - წერს ფედერაცია ფეისბუკგვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე