დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 17.10.2019
ნანახია: 944

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.

დავით დვალის განცხადებით, 2004 წელს ხელისუფლების უხეში ჩარევით წაართვეს წილი და ახლა ამ წილის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„2004 წელს ძალადობით და ხელისუფლების უხეში ჩარევით წაგვართვეს წილი – საკონტროლო პაკეტი „რუსთავი2“-ში, სადაც დამფუძნებლები ვიყავით და ვართ. ვითხოვთ ამ წილის უკან დაბრუნებას. სარჩელი დაფუძნებულია იმ სამართლებრივ პროცესებზე, რომელიც საქართველოში დაიწყო და სტრასბურგში გაგრძელდა. ამ პროცესებმა სამართლებრივი გზა გაგვიხსნა, რომ სამოქალაქო მიმართულებითაც დავიწყოთ დავა. აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლის გზით მივმართეთ პროკურატურას და ვითხოვეთ გამოძიება”, – განაცხადა დავით დვალმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე