20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 17.10.2019
ნანახია: 954

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი გაათავისუფლა.

მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მუხრან ფანგანმა ბრალი აღიარა. ფანგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დაყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე