საქართველო რუსეთს გამომძიებლის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 16:49 | 16.10.2019
ნანახია: 868

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსულს მხარეს ჰაკერ იაროსლავ სუმბაევს გადასცემს, რომელიც მოსკოვის ოლქის გამომძიებელის ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

თბილისში დაკავების შემდეგ რუსეთის მოქალაქემ, სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართა. მაისში საქალაქო სასამართლომ რუსეთში სუმბაევის ექსტრადირების გადაწყვვეტილება მიიღო.

„მივიღეთ გარანტია რუსული მხარისგან, ის ადამიანის უფლებების  ევროპის კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებუს შესაბამისია. სუმბაევის ექსტრადირების შესახებ ბრძანება სამინისტროში 2019 წლის 30 სექტემბერს გაიცა, დოკუმენტი სუმბაევს 15 ოქტომბერს გადაეცა. მისი ადვოკატის ცნობით, მან სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რაც მისი უფლებაა“, - განუცხადეს ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში.

პოლკოვნიკი ევგენია შიშკინა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა, ის 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორად გამოძიება IT-სპეციალისტს სუმბაევს მიიჩნევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე