მათი ნდობა არ შეიძლება - ერდოღანი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 15:27 | 16.10.2019 ნანახია: 920
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მოკავშირეები ერთს გვეუბნებიან, ზურგს უკან კი მეორეს ამბობენ... ქურთთა მუშათა პარტია - ეს არის პროექტი, ჩვენი მოკავშირეები ამჯობინებენ თანამშრომლობას სირიელი ქურთების თავდაცვის ძალებთან - YPG-თან და არა ჩვენთან. გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპერაციისთვის და მის შეწყვეტასაც კი მოითხოვენ. მაგრამ 900 ჭურვი (YPG-ის მხრიდან) ჩვენს ქალაქებს მოხვდა, დაიღუპა ჩვენი 20 მოქალაქე, დაიჭრა 70. მაგრამ დასავლეთის ქვეყნებიდან არავინ დაგვირეკა, მათი ნდობა არ შეიძლება“, - განაცხადა ერდოღანმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე.
„ისლამური სახელმწიფო“ თოკებზე დაკიდებულ თოჯინას გავს, რომელიც ჩვენს რეგიონში ქაოსისთვის არის შექმნილი. ის ქვეყნები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ მართავენ, დღეს თავს გვაჩვენებენ, თითქოს მათი წინააღმდეგნი არიან. პრობელმა „ისლამურ სახელმწიფოში არ არის და არც ქურთთა მუშათა პარტიაში, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი რეგიონის წინააღმდეგ არსებობს გეგმა-პროექტი“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან აშშ კვლავ დაადანაშაულა სირიელი ქურთებისთვის შეიარაღების მიწოდებაში. „აშშ-მა ერაყის გავლით მათ შეიარაღებით დატვირთული 30 ათასი სატვირთო გაუგზავნა, ასევე ევროპა უჭერს მათ მხარს. ტერორისტებმა ააშენეს 90 კმ სიგრძის გვირაბი. საიდან იღებენ ისინი ცემენტს? მათ ფრანგული კომპანია ამარაგებს. როგორ ახსნით ამას? მათ არ შეუძლიათ ამის დამალვა, ყველაფერი კარგად ჩანს. მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
„მივმართავ ნატო-ს ქვეყნებს: როდის გახდა ქურთა მუშათა პარტია და YPG ნატო-ს წევრები, რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? ნატო-ს ქვეყნები რატომ უჭერენ მხარს YPG-ს? მოგიწოდებთ იყოთ ჩვენთან და არა ჩვენს წინააღმდეგ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს წარმოადგენს ქურთთა მუშათა პარტიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება. ასევე სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















