მარნეულში, დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 16.10.2019
ნანახია: 798

მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

გუშინ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი.

დაშავებულს მარნეულის საავადმყოფოში მკურნალობა ამ დრომდე უტარდება.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე