სან-ფრანცისკოს გალერეადან სალვადორ დალის “ცეცხლწაკიდებული ჟირაფი“ მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 15.10.2019
ნანახია: 1051

სან-ფრანცისკოს გალერეადან ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის გრავიურა“ ცეცხლწაკიდებული ჟირაფი“ დაიკარგა. ამის შესახებ ტელარხი ABC7 News-ინ იუწყება.

მძარცველი ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა თავად ქურდობის მომენტი ვიდეოზე არ ჩანს. უცნობი შევიდა კერძო გალერეაში, სადაც დალის გრავიურების გამოფენა იყო, აიღო ერთ-ერთი მათგანი და 32 წამში იქაურობა დატოვა.

ექსპონატი დამაგრებული იყო ვიტრინაში სპეციალურ მოლბერტზე, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მოლბერტზე არ იყო ბოქლომი. გალერეის თანაშრომლები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.

დაკარგული გრავიურის რამდენიმე ასლი არსებობს, ამიტომ ის ერთადერთი ეგზემპლარი არ არის. თუმცა მისი ღირებულება 20 ათას დოლარს შეადგენს.

გალერეის დირექტორის თქმით, ეს გრავიურა და კონკრეტულად მისი ასლი კარგად არის ცნობილი და ქურდი მის გაყიდვას ვერ შეძლებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე