რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.10.2019
ნანახია: 1908

რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. მათთან შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ განაცხადა, რომ სამხედრო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა აფხაზეთის „თავდაცვისუნარიანობას“ გაზრდის.

 „ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან თავდაცვის სფეროში გაზრდის თავდაცვისუნარიანობას და შექმნის პირობებს იმისთვის, რომ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებები იქნება იმ დონეზე, რომ ნებისმიერ ქმედებას ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის საჭოს კომიტეტის დელეგაციასთან შეხევდრისას.

ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარები საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ. დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება „შეიარაღებული ძალების 27-ე წლისთავს“ აღნიშნავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე