ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ

საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.10.2019
ნანახია: 832

"მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" წამყვანს გიორგი გაბუნიას , "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში, 16:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე