რუსთავში, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 09.10.2019
ნანახია: 868

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. 

დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ორი ყოფილი პოლიციელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე