ინდოეთში სელფის გადაღების დროს 4 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 08.10.2019
ნანახია: 770

ინდოეთში ახალდაქორწინებულები პრაბჰუ და ნივედიტა დამბასთან თავის ნათესავებთან ერთად სელფის იღებდნენ, რაც ტრაგედიით დასრულდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, იუწყება გაზეთი Times of India პოლიციაზე დაყრდნობით. ინციდენტი თამილნადის შტატში მოხდა.

პრაჰბუ და ნივედიტა, ასევე მათი ნათესავები კანიტა, სნეჰა, უვარანი და სანტოში დამბასთან სელფის იღებდნენ. ხუთი მათგანი წყალში გადავარდა, პრაჰბუ მათ დასახმარებლად გადახტა, თუმცა მხოლოდ უვარანის გადარჩენა შეძლო, დანარჩენები დაიღუპნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე