თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები ტაქსით მგზავრობისას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 13:03 | 08.10.2019 ნანახია: 882
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული ტრანსპორტის თვალსაზრისით , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.
შეკითხვაზე, ტაქსით მგზავრობის საფასურის გაზრდა გამოწვეულია თუ არა ტაქსების რეფორმით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან გაიმართა და პრობლემა აღმოფხვრილია.
„თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დარეგულირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობის ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, პროცესის დასრულების შემდეგ კი გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
„ჩვენი ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტიზე, პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანა არის, რომ ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მისთვის ეს იყოს კომფორტული, სუფთა, ახალი, უსაფრთხო ავტომანქანა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმეს ეს პრობლემა ექნება, იქნება ავტობუსები, იქნება მეტრო, რეაბილიტირებული ახალი ვაგონებით. ეს რთული პროცესი ჩვენ დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















