ბენქსის სატირული ნახატი ბრიტანეთის პარლამენტზე 12 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 04.10.2019
ნანახია: 1275

ცნობილი ბრიტანელი მხატვრის ბენქსის ნახატი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის სხდომას ასახვს Sotheby's-ის აუქციონზე 12 მლნ დოლარად გაიყიდა და  მხატვრის ყველაზე ძვირადღირუბული ნამუშევარი გახდა.

ნახატი Devolved Parliament ( „ავტონომიური პარლამენტი“) ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სხდომას ასახავს, რომელზეც დეპუტატების ნაცვლად შიმპანზეები არიან შეკრებილნი.

ნახატი 2009 წელს შეიქმნა და პირველად Banksy vs. Bristol Museum-ის რევოლუციურ გამოფენაზე ექსპონირდა.

ბენქსიმ (Banksy) მთლიანად შეცვალა მასობრივი შეხედულებები ქუჩის ხელოვნებაზე. მისი ირონიული და მახვილგონივრული ნამუშევრები მიმართულია პოლიტიკის, ომის წინააღმდეგ. მისი ნახატები მუდმივად ხდება ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ვანდალების, სამხატვრო კრიტიკოსებისა და კოლექციონერების საკბილო. ბენქსის ნახატები აუქციონებზე ხშირად გაყიდულა ექვსნიშნა თანახად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე