იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 03.10.2019
ნანახია: 997

იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანების მიმართ მუქარას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც უცხოური მედია წერს, ინციდენტი ქალაქ უდინეში მოხდა. 17 წლის მოზარდმა პოლიციას მიმართა, რომელიც აცხადებდა, რომ ორი უცნობი მამაკაცი პარკში მყოფ არასრულწლოვნებს სანთებელას და ფულს სთხოვდა.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მამაკაცები არასრულწლოვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულ კატაბინერებს ეჭვმიტანილმა წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ კი დაკავებული 44 წლის მამაკაცია, რომელიც წარმოშობით ქართველია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე