ერაყში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 12 და დაშავდა 650 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 03.10.2019
ნანახია: 864

ერაყში არეულობების დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 650 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Shafaq-ი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითებში უმაღლეს კომისიაზე დყრდნობით  იუწყება.

 „საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 11 დემონსტრანტი და უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი, დაჭრილია 650 ადამიანი, მათ შორის 87 ძალოვანი“, - განუცხადა სააგენტოს კომისიის თავმჯდომარემ ალი ალ-ბაიათიმ.

მისი მონაცემებით, დაკავებულია 122 ადამიანი, მათი უმეტესობა უკვე თავისუფალია.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ადელ აბდ ალ-მაჰდიმ ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში საპროტესო აქციების  გამო კომენდანტის საათი დააწესა. კომენდანტის საათი სხვა რამდენიმე პროვინციაშიც მოქმედებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე