სამხრეთ კორეას თავს ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 09:44 | 03.10.2019
ნანახია: 811

სამხრეთ კორეას თავს ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა, რამაც ძლიერი წვიმა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დიღუპა 6 ადამიანი, კიდევ ამდენი დაკარგულად არის მიჩნეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ხანდაზმულია, რომლებიც მეწყერისგან დანგრეული სახლების ნანგრევებში მოყვნენ, ან ისინი, რომლებც ძლირემა წყლის დინებამ გაიტაცა.

ქალაქ პუსანში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გასულ ღამეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 500 მლ ნალექი მოვიდა, დატბორილია შენობები, ქუჩებში წყალი მდინარესავით მიედინება. რამდენიმე ქალაქში სრულად შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მაშველებმა სახლებსა და ავტომობილებში ჩარჩენილი 50-მდე ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 1500-მა ადამიანმა თავისი საცხოვრებელი ადგილები დატოვა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე